უკრაინული მედია და ბიზნესი “თელიანი ველმა ”საქართველოში მოიწვია

უკრაინული მედია და ბიზნესი “თელიანი ველმა ”საქართველოში მოიწვია

 

სს “თელიანი ველი”-ს მოწვევით 9 ოქტომბერს საქართველოში კიევიდან 25 კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა. მათ შორის იყვნენ წამყვანი უკრაინული ჟურნალების მთავარი რედაქტორები და კიევში ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების, ასევე სუპერმარკეტთა ქსელების მფლობელები და მენეჯერები. ვიზიტის მიზანი იყო ჟურნალისტებისა და ბიზნესმენებისათვის საქართველოში ღვინის წარმოების გაცნობა. სტუმრები დარწმუნდნენ, რომ მათ თბილისში სტაბილური პარტნიორი ჰყავთ “თელიანი ველი”-ს სახით და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არ შეუშლის ხელს არსებულ ბიზნესურთიერთობას და მომავალი პროექტების განხორციელებას. სტუმრები საქართველოში 3 დღეს დარჩნენ, ისინი ესტუმრნენ კახეთს და “თელიანი ველი”-ს ქარხანა დაათვალიერეს, ასევე მოინახულეს სიღნაღი და უძველესი ქალაქი მცხეთა. უკრაინელმა სტუმრებმა საქართველო 12 ოქტომბერს დატოვეს.