მეღვინეობა „თელიანი ველი“ ბრიტანეთში Boutinot-ის საგაზაფხულო დეგუსტაციებზე წარსდგა
მეღვინეობა „თელიანი ველი“ 1–11 მარტს, ლონდონში და მანჩესტერში, Boutinot-ს მიერ ორგანიზებულ წლის მთავარ საგაზაფხულო დეგუსტაციებზე (Spring Portfolio Tastings) სპეციალურად შერჩეული ღვინოების ასორტიმენტით წარსდგა.
Boutinot ბრიტანეთში წამყვანი ღვინის იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია, აქტიურად ოპერირებს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე, ღვინის ბრენდების განვითარების მიმართულებით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს on-trade სექტორს (რესტორნები, ბარები, სასტუმროები) და პორტფოლიოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის საჭიროებებსა და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებით ქმნის. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა „თელიანი ველი“ ბუტინოს ოფიციალური პარტნიორია 2020 წლიდან.
ბუტინოს საგაზაფხულო დეგუსტაცია (Spring Portfolio Tastings) წლის მთავარი ღონისძიებაა, სადაც ღვინოები როგორც კლასიკური ევროპული რეგიონებიდან (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი), ასევე ახალი სამყაროსა და განვითარებადი ღვინის რეგიონებიდან, მათ შორის საქართველოდან არის წარმოდგენილი. დეგუსტაციებზე მეღვინეობებს შესაძლებლობა აქვთ გაიცნონ ბრიტანეთის ბაზრის მოთხოვნები, დაამყარონ პროფესიული კავშირები, შეხვდნენ სომელიეებს, დისტრიბუტორებს, ბარ-რესტორნების მენეჯერებსა და ღვინის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს.
ბრიტანეთში ბოლო წლებში განსაკუთრებით იზრდება ინტერესი ქართული ღვინის მიმართ — ფასდება ყურძნის უნიკალური ჯიშები, ქვევრის ღვინო, მისი ავთენტურობა და მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ცნობიერებაში ქართული ღვინის დამკვიდრება მნიშვნელოვან კომერციულ შესაძლებლობებს ქმნის და ხელს უწყობს ქართული ღვინის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას, რაშიც მეღვინეობა თელიანი ველი აქტიურად მონაწილეობას.