გვესტუმრეთ
მეღვინეობა „თელიანი ველი“ საქართველოს მეღვინეობის შუაგულში, კახეთში მდებარეობს და სტუმრებს გამორჩეული ღვინით მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლდება.
რთველი
რთველი მოსავლის, ნაყოფიერების, ბარაქის დღესასწაულია. წელიწადის უმთავრესი მოვლენა მეღვინეობაში, ტრადიციულად, სექტემბერში იწყება და რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. გათენებიდან გვიან საღამომდე, თელიანი ველის მთელი გუნდი სიმღერის, მუსიკისა და საყოველთაო მხიარულების ფონზე მუხლჩაუხრელად შრომობს.
თელიანი ველის სტუმრებს რთველის ყველა ნაწილში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.
ღვინის დეგუსტაცია
თელიანი ველის სტუმრებს, ღვინის მოყვარულებსა და ენთუზიასტებს შესაძლებლობა აქვთ ღვინო დააგემოვნონ სომელიესთან ერთად, დეგუსტაციის სტანდარტების დაცვით.
ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით