უკრაინელი ჟურნალისტების პრეს-ტური თელიანი-ველის ქარხანაში
საქართველოში რამდენიმე დღით უკრაინული პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. (მათ შორის იყვნენ უკრაინის ცნობილი ტელეკომპანია მე-5 არხის, ახალი არხისა და პრესის წარმომადგენლები). 11 აპრილს ჟურნალისტებმა განახლებული სიღნაღი დაათვალიერეს და თელავში "თელიანი ველის" საწარმოს ესტუმრნენ. მარნის დათვალიერების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებმა "თელიანი ველის" ღვინოები ქინძმარაული და წინანდალი დააგემოვნეას. სტუმრად ჩასულ ჟურნალისტებს კომპანიამ "თელიანი ველo" საჩუქრად საფერავი გადასცა.