ცვლილებები კომპანიის აქციონერებში
შვედურმა კომპანიამ “East Capital” 8,5% გაზარდა თავისი წილი და ახლა 18,0%-ს შეადგენს. აღნიშნული კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს სტოკჰოლმში.ძირითადი მიმართულება არის საინვესტიციო პროექტების განხორციელება. მეორე საინვესტიციო კომპანია “MP INVEST BANK” კომპანიის “თელიანი ველი” აქციათა 7,5% ფლობს. “MP INVEST BANK” 2007 წელს დაფუძნდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით. ”თელიანი ველი”-ს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მოცულობის 25.1% აქციათა მფლობელი ქართული კომპანია “ნიკორა” გახდა. “Liberty Consumer” კი ისევ ყველაზე მაღალი მოცულობით 27,2% არის წარმოდგენილი. ხოლო აქციათა 12,9 % ამერიკულ კომპანიას “Firebird” ეკუთვნის.