ცნობილ ამერიკულ ჟურნალში Outside Go მალე საქართველოზე და ქართულ ღვინოზე სტატია დაიბეჭდება .
Outside Go ჟურნალისტებს კახეთში "თელიანი ველი" მასპინძლობდა. ჟურნალისტი ბილ ტომასი და მისი ფოტო-რეპორტიორი სილვია ქართველ მეგობრებთან ერთად ჯერ "თელიანი ველი"-ს ქარხანას ესტუმრნენ შემდეგ კი წინანდლის სახლმუზეუმს, ფოტო სესია "თელიანი ველი"-ს ვენახშიც შედგა. სტუმრებმა ღამე კახეთში, ქარხანაში არსებულ სასტუმროში "Teliani Guest House" -ში გაატარეს, გამთენიისას, კი თუშეთში სათევზაოდ ვერტმფრენით გაფრინდნენ.