წლის რთველის შედეგები
თელიანი ველი 2007 წლის რთველის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. საქართველოში ღვინის მთავარ რეგიონში - კახეთში, რთველის დასრულების შემდეგომ პონპიამ უკვე შეისყიდა და გადაამუშავა დაახლოებით 2,700 ტონა ყურძენი. დასავლეთ საქართველოში მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს, კომპანია შეისყიდის დაახლოებით 3 400 ტონა ყურძენს. კომპანიის კუთვნილ ვენახებში დაახლოებით 87 ტონა ყურძენი მოიკრიფა. ასეთი მარაგით თელიანი ველი წელს 4.2 მილიონი ბოთლი ღვინოს წარმოებას გეგმავს.