წელი ახალი საექსპორტო ქვეყნები
კომპანია “თელიანი ველი” საექსპორტო ქვეყნების არეალს აფართოვებს. სულ მალე პროდუქცია ფინეთში შევა. ფინურ კომპანიასთან წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება “თელიანი ველის” ღვინის რეალიზაციასთან დაკავშირებით. ფინეთის ღვინისა და ალკოჰოლის მაღაზიებში რამდენიმე კვირაში უკვე გაიყიდება ქართული ღვინო “თელიანი ველის” სამარკო ნიშნით. გარდა ამისა უკვე მიმდინარეობს პროდუქციის ექსორტი ირლანდიაში, ბელგიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში თურქეთში და ფინეთში