წარმატება IWC 2019-ზე!

წარმატება IWC 2019-ზე!

1 თასი და ოქროს მედალი, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო - „თელიანი ველის“ დიდი წარმატება საერთაშორისო კონკურსზე! #IWC2019

★ ღვინის საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“ -ზე წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა! 

  • გლეხური ქისი ქვევრი 2017 - ნაციონალური თასის შედეგებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 40 საუკეთესო ღვინოს შორის მოხვდა და თასი და ოქროს მედალი მიიღო!

 

  • მანავის მწვანე 2018 - ვერცხლი
  • გლეხური რქაწითელი ქვევრი 2017 - ვერცხლი
  • სამთავრო მწვანე 2017 - ვერცხლი

 

  • საფერავი როზე 2017 - ბრინჯაო
  • გლეხური კისისხევის საფერავი ქვევრი 2017 - ბრინჯაო
  • სამთავრო თელიანი 2017 - ბრინჯაო

➦ „International Wine Challenge“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის 400 ექსპერტი ფარული დეგუსტაციით ავლენენ და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით აჯილდოვებენ. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოების გამოვლენა. „International Wine Challenge 2019“-ში 50-მდე ქვეყნის ათასობით ღვინომ მიიღო მონაწილეობა.