"თელიანი ველმა“ იაპონიაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და ტურიზმის კონგრესი იაპონიაში ქ. ტოკიოში 13-16 სექტემბერს შედგა. იაპონიის ბაზარზე, საქართველოს ეფექტურად პრეზენტირების მიზნით მომზადდა განსაკუთრებული დიზაინი, რომელმაც დამთვალიერებლების დიდი ყურადღება დაიმსახურა. საქართველოს სტენდზე დამთვალიერებლებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ კომპანია თელიანი ველის ქართული სამარკო ღვინო და ქართული ნუგბარი. გამოფენის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები იაპონურ ტურისტულ კომპანიებთან, საქართველოს მათ ტურებში ჩასმის მისნით, ასევე შედგა შეხვედრები იაპონურ ბეჭდვით და სატელევიზიო მედიასთან რის შედეგადაც დაიგეგმება პრეს-ტურები საქართველოში