''თელიანი ველმა'' 3 გაჭირვებული ოჯახისთვის ბინების შესაძენად სპეციალური ეტიკეტით ღვინო გამოუშვა

''თელიანი ველმა'' 3 გაჭირვებული ოჯახისთვის ბინების შესაძენად სპეციალური ეტიკეტით ღვინო გამოუშვა

ფონდ იავნანას საქველმოქმედო აქციაში "თელიანი ველი"-ც ჩაერთო. 3 გაჭირვებული ოჯახისთვის ბინების შესაძენად, ქალაქის მასშატით რამდენიმე შესაწირი ყულაბა დაიდგა, კომპანია ჯეოსელმა გამოყო სპეციალური ნომერი, ხოლო ''თელიანი ველმა'' მონსერატ კაბალიეს გამოსახულების მქონე ეტიკეტით ღვინო პოპული სითიში გასაყიდად გაუშვა. ბოთლის ღირებულება 120 ლარია, შემოსული თანხა მთლიანად იავნანას ფონდში გადაირიცხება. აქციის პირველ დღეს 29 დეკემბერს სავაჭრო ცენტრ ჯითისიში მომავლის სახლის აღსაზრდელები და თამარ ჭოხონელიძის მოსწავლეები მღეროდნენ. აქცია 3 კვირა გაგრძელდა.