„ თელიანი ველის“ წინანდალმა Wine Spectator - ისგან, ქართულ ღვინოებს შორის, უმაღლესი 88 ქულა დაიმსახურა!

„ თელიანი ველის“ წინანდალმა Wine Spectator - ისგან, ქართულ ღვინოებს შორის, უმაღლესი 88 ქულა დაიმსახურა!

2013 წლის Wine Spectator -ის ბრმა დეგუსტაციაზე, ქართული ღვინოებიდან, ყველაზე მაღალი შეფასება, 88 ქულა, „თელიანი ველის“ წინანდალმა დაიმსახურა. ასეთი მაღალი ქულით, ქართულ ღვინოებს შორის, მხოლოდ 2 ღვინო შეფასდა. პირველი 88 ქულა 2010 წელს „ თელიანი ველის“ მუკუზანს მიენიჭა. ასევე მაღალი ქულები მიენიჭათ : „თელიანი ველის“ ცოლიკოურს - 87ქულა, საფერავს- 86 ქულა, გაუფილტრავ საფერავს - 85 ქულა და კაბერნე საფერავს - 83 ქულა.

„Wine Spectator“ თავის სფეროში ლიდერი გამოცემაა, მისი რედაქტორები ყოველწლიურად ბრმად აგემოვნებენ ათასობით ღვინოს. „Wine Spectator“ ყველაზე სანდო, მკაცრ და კრიტიკულ ღვინის შემფასებლად ითვლება, მათი დეგუსტაციის შედეგებით მილიონობით ადამიანი ხელმძღვანელობს.

„ თელიანი ველის“ წინანდლის აღწერა „Wine Spectator“ - ისგან : მწვანე ვაშლისა და სუნელების არომატი, რომელიც კარგად ერწყმის მის მრავალფეროვან გემოს, საიდანაც შეიძლება გამოიყოს ვანილისა და გოგრის ტონები. საკმაოდ ხანგრძლივი და ხალისიანი დაბოლოვებით! დააგემოვნეთ დაუყოვნებლად...