„თელიანი ველის“ სააღდგომო აქცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ერთად.

„თელიანი ველის“ სააღდგომო აქცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ერთად.

 

სს „თელიანი ველმა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა სკოლის სახელოსნოს სააღდგომო ხის კვერცხებს შეუკვეთა.  18 წელს გადაცილებულმა მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით  ხის კვერცხების დამზადება 1 აპრილიდან დაიწყეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის 2 000 კვერცხი დაამზადეს. კვერცხები 13 წლამდე ასაკის უნარშეზგუდულმა ბავშვებმა მოხატეს, რაშიც მათ დაეხმარნენ ბავშვები დამეგობრებული სკოლებიდან. ბავშვების მიერ დამზადებულ სააღდგომო კვერცხებს კომპანია «თელიანი ველი » საჩუქრებად დაურიგებს თავის მომხმარებლებს. მისამართი : ჩიქობავას ქ. 29 ( ყოფილი საბჭოს ქუჩა) 198-ე  საჯარო სკოლა.