თელიანი ველის პროდუქცია ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

თელიანი ველის პროდუქცია ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

12-15 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და ბაზრობა  მოეწყო. საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტთან ერთიანი სტენდით გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა ტურისტულმა კომპანიამ, ყველა მათგანს საკუთარ სტენდზე თელიანი ველის ღვინო ჰქონდა წარმოდგენილი. ტურისტებს ქართული კომპანიები საფერავითა და წინანდალით უმასპინძლდებოდნენ. დეგუსტაცია ქართული ფოლკოლური ანსამბლის “კავკასია” -ს წარმოდგენის თანხლებით მიმდინარეობდა.