"თელიანი ველის" ღვინომ "შარდონე-რქაწითელი" “Win Expo Georgia 09”-ზე ოქროს მედალი აიღო
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მესამე საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ჩატარებულ დაჯილდოების ცერემონიაში სს "თელიანი ველის" ღვინომ "შარდონე-რქაწითელი" ოქროს მედალი აიღო. ნომინაციაში თეთრი მშრალი ღვინო ოქროს მედალი "თელიანი ველის" ღვინომ მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 5 ივნისს შედგა. კონკურსში სულ 18 მწარმოებელი მონაწილეობდა. ღვინის შემფასებელი ჟიუირი უცხოელი და ქართველი სპეციალისტებით იყო დაკონპლექტებული. მე-3 საერთაშორისო გამოფენა - “Win Expo Georgia” 4 ივნისს გაისხნა. გამოფენის ცენტრალური ადგილი კომპანია “თელიანი ველის” სტენდს ეკავა.