"თელიანი ველის" ღვინოებმა კონკურსზე International Wine Challenge (IWC) 2014 -ზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.
"თელიანმა ველმა" კონკურსზე International Wine Challenge (IWC) 2014 აიღო ვერცხლის მედლები ღვინოებისთვის: გლეხური რქაწითელი ქვევრი 2012 და თელიანი ველი ცოლიკოური 2013.
ღვინის აღწერილობა: გლეხურის სერიის რქაწითელი ქვევრი, არის მოოქროსფერო შეფერილობის. ფორთოხლის ყვავილისა და თაფლის არომატით, რომელიც იძლევა სტრუქტურირებულ ტანინებს. ბოლოს კი ტოვებს მარილიან პიკანტურ გემოს ხანგრძლივი დაბოლოვებით. ღვინის აღწერილობა: „თელიანი ველი“ ცოლიკოური 2013 არის ღია ფერის, მსუბუქი ყვავილების ეგზოტიკური არომატით, კარგად დაბალანსებული წვნიანი ხილის, შესანიშნავი დაბოლოვებით.
International Wine Challenge (IWC), რომელიც ეკუთვნის William Reed Business Media -ს, ამჟამად არის 31 წლის. „IWC“ მიღებულია, როგორც მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე მკაცრი ღვინის კონკურსი, რომელიც ყოველ ღვინოს აფასებს ბრმად. შეფასების მკაცრი პროცედურის განმავლობაში მედალზე წარდგენილი თითოეული ღვინოს დაგემოვნება ხდება სამ ცალკეულ შემთხვევაში სულ ცოტა 10 სხვადასხვა მსაჯულის მიერ და ჯილდოებში შედის მედლები (ტროფის, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს) და მაღალი შეფასებისა და შესანიშნავი ხარისხის პრემიებს.