თელიანი ველის ღვინოები Wine Enthusiast-ის რეიტინგში
ამერიკული ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემა „Wine Enthusiast” -ის რეიტინგში თელიანი ველის ღვინოებმა საუკეთესი შეფასება და უმაღლესი ქულები დაიმსახურა, განსაკუთრებული შეფასება 2016 წლის ქინძმარაულმა დაიმსახურა.
გამოცემას 800 000-მდე მკითხველი ყავს და თვის განმავლობაში ათასობით ღვინოს აფასებს. ბეჭდური და ინტერნეტ ჟურნალი მკითხველს საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინო, მიიღონ ინფორმაცია სომელიეების, რესტორნების და მოგზაურობის შესახებ.
რეიტინგში ქართული ღვინო, საფრანგეთის, იტალიის და სხვა ქვეყვების ღვინოებთან ერთად მოხვდა.