თელიანი ველი საერთაშორისო გამოფენაზე ProWein 2024
მეღვინეობა თელიანი ველი საერთაშორისო გამოფენაზე ProWein 2024 წელს პირველად ვიზიტორებს საკუთარ სტენდთან: 13F29 უმასპინძლებს.
ტრადიციულად თელიანი ველი გამოფენაზე გამორჩეული ასორტიმენტით და სიახლეებით ბრუნდება.
გერმანიაში მეღვინეობის ახალი პარტნიორია უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია Mack & Schuhle.
მეღვინეობა თელიანი ველი საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის სათავეში დგას და მსოფლიოსთვის ქართული ღვინის გაცნობას აგრძელებს.
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში კომპანიის წარმომადგენლობა- Teliani Europe GmbH ქართული ღვინის დისტრიბუციასა და პოპულარიზაციაზე 2022 წლიდან აქტიურად მუშაობს.
თელიანი ველი Mack & Schuhle-სთან პარტნიორობის ფარგლებში პრემიუმ სერიის Winery97 და გლეხურის ქვევრის ღვინოებს HORECA სექტორში, ხოლო
სპეციალურად გერმანიისთვის შექმნილ ბრენდებს 8K და Georgia Gorgeous-ს კი საცალო მიმართულებით განავითარებს.
გამოფენა 10-12 მარტს, დიუსელდორფში გაიმართება.
გვესტუმრეთ სტენდთან: 13F29