"თელიანი ველი''-ს ახალი ღვინო "საქეიფო"
5 ნოემბერს რესტორანში "კოლხეთი ოქროყანა" ს/ს "თელიანი ველი"-ს ახალი ღვინის "საქეიფო"-ს პრეზენტაცია შედგა. ახალი ბრენდი კომპანიამ სპეციალურად "კოლხეთის" სარესტორნო ქსელისთვის ჩამოასხა. "საქეიფო" ორი სახეობისაა - კახური და ევროპული. ღვინო საქეიფო დამზადებულია თელავის რაიონში მოყვანილი მწვანესა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან.