“თელიანი ველი” რუს მსახიობებს მასპინძლობს

“თელიანი ველი” რუს მსახიობებს მასპინძლობს

მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის “ოქროს რაინდის” მონაწილეებს 24 აპრილს ღვინის კომპანია “თელიანი ველი” მასპინძლობდა რესტორან “მეტეხის ჩრდილში”. ცნობილმა რუსმა მსახიობებმა კომპანიის წარმომადგენელთან გიო ხუციშვილთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ღვინო მიირთვეს და ცნობილი ქართული ღვინის ბრენდის ეტიკეტებზე საკუთარი ავტოგრაფებიც დატოვეს. თელიანი ველის წინანდალისა და საფერავის დაგემოვნების შემდეგ კი მათ იმედი გამოთქვეს, რომ მალე ექნებათ შესაძლებლობა, ქართული ღვინო საკუთარ ქვეყანაშიც შეიძინონ.