“თელიანი ველი” რიგის საერთაშორისო გამოფენაზე
3-6 სექტემბერს რიგაში ჩატარდა კვებისა და მრეწველობის 13-ე საერთაშორისო გამოფენა - Riga Food 2008. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 320-მა კომპანიამ 22 ქვეყნიდან. (გერმანია, იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი, ბელგია, ჩინეთი, იაპონია, ტაილანდი) გამოფენაზე პირველად საკუთარი სტენდი ჰქონდა ქართულ კომპანიას ''თელიანი ველი''. 20-მდე წარმოდგენილი ქართული ღვინოებიდან ყველაზე დიდი მოწონება “საფერავმა” და “წინანდალმა” დაიმსახურა. ქართული ღვინის გამოჩენას გამოფენაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლატვიის მედია სივრცეში.