"თელიანი ველი" მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მასპინძლობს

"თელიანი ველი" მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მასპინძლობს

16 ივლისს 11:30 საათზე თელავში, “თელიანი ველს”  მზრუნველობა მოკლებული ბავშვები ესტუმრნენ. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით 40-მდე აღსაზრდელი თელავში 16 ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლის საზაფხულო ბანაკში დაისვენებს. ბანაკი ინტეგრირეგულია, მასში როგორც მიუსაფარი, ასევე თბილისში და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ოჯახებიდნან ჩამოსული ბავშვები დაისვენებენ. საზაფხულო ბავშვთა ბანაკს თელიანი ველმა საჩუქრად კარვები გადასცა. თელავში დასვენების პირველივე დღეს ბავშვები “თელიანი ველი”-ს ქარხანაში ღვინის წარმოებასა და ისტორიას გაეცნენ.