თელიანი ველი ხელოვანთა სამსახურში
მუსიკის სამყაროში აღზრდილი ბალანჩივაძეების შთამომავალი, ანტონ ბალანჩივაძე საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც მისი პერსონალური გამოფენა გაიმართება. ანტონ ბალანჩივაძის 30-ზე მეტი ფერწერული ტილო საკმაოდ ცნობილ “კრისტინ კოლასის” გალერეაში გამოიფინება. ამ გარემოში საკუთარი ნაწარმოებების წარმოდგენა ნებისმიერი შემოქმედებისთვის საპასუხისმგებლოცაა და საამაყოც: გალერიის სიახლოვეს ხომ მხატვრებისთვის წმიდათწმინდა პიკასოს მუზეუმი და ლუვრია. ახალგაზრდა ხელოვანის ხელშეწყობა უამრავმა ადამიანმა გადაწყვიტა. გამოფენა კომპანია “თელიანი ველის”, კომპანია “გაერთიანებული ტელეკომისა” და თბილისის მერიის მხარდაჭერით ეწყობა.