„თელიანი ველი“ ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან განსაკუთრებული ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.
„თელიანი ველის“ 2011წლის მოსავლის კაბერნე-საფერავმა, ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსზე , განსაკუთრებული ვერცხლი აიღო, ხოლო ცოლიკოური 2011, გაუფილტრავი საფერავი 2012, წინანდალი 2011, ტვიში 2011 და მუკუზანი 2010 დაჯილდოვდნენ ბრინჯაოს მედლებით.
კონკურსი IWSC 1969 წელს დაარსდა და ის, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია. IWSC -ის ჯილდოები ღვინის და ალკოჰოლის სფეროში ყველაზე ფასეული და სასურველია. კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება: პირველ ეტაპზე 300 ცნობილი ღვინის ექსპერტი ბრმად აგემოვნებს ღვინოებს, ხოლო შემდეგ შედეგების გამოქვეყნებამდე პროდუქტი გადის ტექნიკურ ანალიზს, რის შედეგადაც გამოავლენენ გამარჯვებულებს. IWSC -ის მიზანია მსოფლიო ღვინოების, სპირტიანი სასმელის და ლიქიორის ხარისხის განვითარება, ტენდენციების შექმნა და ცნობადობის გაზრდა.