“თელიანი ველი” ფრანგ ჟურნალისტს მასპინძლობს
15 ივლისს თელავში, ''თელიანი ველი''-ს ქარხანას ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი კლოდ სამსონი ეწვია. იგი საერთაშორისო ჟურნალ ''სომელიეს'' კორესპონდტენტია. სამსონი საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის სათაურით '''Special Georgia'‘. ჟურნალ ''სომელიეში'' გამოქვეყნებული სტატია ძირითადად ქართული ვაზის კულტურას, მეღვინეობის განვითარებას, ქართული ღვინის ისტორიას და დღეს მოქმედ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს მიეძღვნება. ფრანგი ჟურნალისტი ''თელიანი ველი''-ს თელავის ქარხნით დაინტერესდა, კლოდ სამსონს ღვინის ტური და დეგუსტაცია კომპანიის მთავარმა მეღვინემ გიორგი დაქიშვილმა ჩაუტარა. ფრანგულ-ინგლისური ჟურნალი ''სომელიე'' 44 ქვეყანაში ვრცელდება.