"თელიანი ველი" ბრიტანელ ჟურნალისტებს სიღნაღსა და თელავში მასპინძლობს

"თელიანი ველი" ბრიტანელ ჟურნალისტებს სიღნაღსა და თელავში მასპინძლობს

8 ოქტომბერს BBC-ის Guardian-ისა და Time-ის ჟურნალისტები "თელიანი ველი" - თელავის ქარხანას და სიღნაღში "თელიანი ველი"- მარანს ესტუმრნენ. ბრიტანელი ჟურნალისტები და ტურ ოპერატორები საქართველოში ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის, ავიაკომპანია ბრიტანეთის ავიახაზებისა და “კავკაზუს თრეველი”-ს ერთობლივი მოწვევით იმყოფებოდნენ. უცხოელმა ჟურნალისტებმა ჩვენი ქვეყნის შესახებ საინტერესო სტატიები და სიუჟეტები მოამზადეს.