„თელიანი ველი“ 2014 წლის ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ორი ვერცხლითა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა .

„თელიანი ველი“ 2014 წლის ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ორი ვერცხლითა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა .

„თელიანი ველის“ ღვინოები ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოებით დაბრუნდნენ . 2013 წლის მოსავლის ცოლიკოურმა და 2010 წლის მოსავლის მუკუზანმა ვერცხლის მედალი აიღო , ხოლო ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ: 2013წლის მოსავლის ქისი-მწვანე, 2013წლის მოსავლის ქისისხევის საფერავი, 2012 წლის მოსავლის კინძმარაული და 2012 წლის წინანდალი.

კონკურსი IWSC 1969 წელს დაარსდა და ის, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია. IWSC -ის ჯილდოები ღვინის და ალკოჰოლის სფეროში ყველაზე ფასეული და სასურველია. კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება: პირველ ეტაპზე 300 ცნობილი ღვინის ექსპერტი ბრმად აგემოვნებს ღვინოებს, ხოლო შემდეგ შედეგების გამოქვეყნებამდე პროდუქტი გადის ტექნიკურ ანალიზს, რის შედეგადაც გამოავლენენ გამარჯვებულებს. IWSC -ის მიზანია მსოფლიო ღვინოების, სპირტიანი სასმელის და ლიქიორის ხარისხის განვითარება, ტენდენციების შექმნა და ცნობადობის გაზრდა.