"თელიანი ველი" 10 წლის იუბილეზე კორპორატიულ რთველს მართავს
30 სექტემბერს თელავის რაიონში კომპანია "თელიანი ველი"-ს 50-მდე თანამშრომელმა საფერავის ჯიშის, 3 ტონა ყურძენი დაკრიფა, რომლითაც 3000 ბოთლი საფერავი ჩამოისხმევა. რთველი თელავში ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებულ ერთ ჰექტარიან ვენახში შედგა. კორპორატიული რთველი უკვე ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად ტარდება. "თელიანი ველმა" 10 წლის იუბილეზე ISO 22000 და 9001 საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატიც მიიღო.