ღვინის მუზეუმში, თელიანი ველის პროექტის „Teliani Collection”-ის პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის ღვინის მუზეუმში, თელიანი ველის ახალი პროექტის „Teliani Collection”-ის პრეზენტაცია გაიმართა.
„Teliani Collection” იშვიათი და რჩეული ღვინოების კოლექციას ერთი ბრენდის - „ღვინის ხალხის“ ქვეშ აერთიანებს. „თელიანი ველისა“ და მცირე მარნების გაერთიანებული ძალებით, გამორჩეულ და იშვიათ ქართულ ღვინოებს მსოფლიო გაიცნობს და შეაფასებს.
„ღვინის ხალხის“ კოლექციის თითოეული ბოთლი გვაცნობს მეღვინეს და მოგვითხრობს მის ისტორიას. კოლექცია საქართველოში მომავალი კვირიდან გაიყიდება და მისი შეძენა მომხმარებლებს ღვინის მაღაზიებში შეეძლება.
ბრენდის კონცეფციასა და ვიზუალზე ბრიტანელმა და ქართველმა დიზაინერებმა იმუშავეს - კრედიტები:
➤ კრეატიული დირექტორი - Charlotte Hopkinson
➤ არტ დირექტორი/დიზაინერი- გიორგი პოპიაშვილი
➤ ილუსტრაცია-ანა ჩუბინიძე