თბილისის საკრებულოში ლიტერატურული კონკურსის ,, ლიბ.გე”–ს გამარჯვებულები "თელიანი ველის" ღვინოებით დააჯილდოვეს
თბილისის საკრებულოში 5 ივნისს ლიტერატურული კონკურსის " ლიბ.გე” –ს გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გამოვლინდა გამოუქვეყნებელი ან ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული პროზაული და პოეტური ნაწარმოებების ნომინაციაში გამარჯვებულები. გამარჯვებულებს ფულადი პრემია და სს "თელიანი ველის" ღვინოები გადაეცათ. მთავარი პრემია ნინო თარხნიშვილს საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა გადასცა.