სს „თელიანი ველი“ სახვადასხვა მიკროზონაში საკუთარი ვენახების მასივების შევსებას განაგრძობს
2007 წლის ზაფხულში კომპანიამ „თელიანი ველი“ ყვარლის რაიონში 56 ჰექტარი განაშენიანებული ვენახი შეიძინა- 5 წლიანი ნერგებით გაშენებული 10 ჰექტარი ვენახის მასივი, სოფელ წინანდალში 15 ჰექტარი და სოფელ იყალთოში 31 ჰექტარი ვენახი. რუსეთის კრიზისის მიუხედავად კომპანია განაგრძობს აქტიურ განვითარებას და წლის ბოლომდე კიდევ 50 ჰექტარი ვენახის გაშენებას გეგმავს. საკუთარი ვენახების მასივების შევსების მიუხედავად კომპანია „თელიანი ველი“ 2007 წლის რთველზე კვლავ ჩაიბარებს ყურძენს გლეხებისგან.