შვედეთში გამოცხადებულ ტენდერში ქართული ღვინოებიდან მხოლოდ თელიანი ველი მონაწილეობს
შვედეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობაზე განაცხვადების წარდგენა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. თელიანი ველმა შვედეთის ბაზარზე შესატანად საფერავი წარადგინა. საბოლოო შედეგები აპრილის დასაწყისში იქნება ცნობილი. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში შვედეთის მთავრობა სექტემბერში 14 ათას ბოთლს გადატვირთავს. მსგავსი ტენდერი შარშანაც გამოცხადა, გამარჯვებულმა თელიანი ველმა მაშინ 10000 ბოთლი გაყიდა. შვედეთში თელიანი ველის პარტნიორი და იმპორტიორი კომპანია "გრანკვისტია".