შეთანხმება ოლიმპიურ კომიტეტთან
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და სააქციო საზოგადოება ,,თელიანი ველის, " ასევე მის ჯგუფში შემავალი კომპანიების - შპს ,,გლობალ ბიერ ჯორჯიას " და შპს ,,თელიანი თრეიდინგს" შორის საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ,,თელიანი ველის '' გენერალურმა დირექტორმა შოთა ხობელიამ.
საპარტნიორო ხელშეკრულება მიზნად ისახავს ოლიმპიური კომიტეტის სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერასა და ოლიმპიურ ღონისძიებებში თანამონაწილეობას.