შეჯიბრი “ასტრა პარკში”
15 ნოემბერს, გასართობ ცენტრ “ასტრა პარკში” ჩატარდა შეჯიბრი რადიოებს შორის კარტინგებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შემდეგი რადიოების წარმომადგენლებმა: რადიო “ფორტუნა”, რადიო “იმედი”, რადიო “ევროპა” და რადიო “უცნობი” და “ნაცნობი”. შეჯიბრის გენერალური სპონსორი იყო “თელიანი ველი”, რომელმაც დააწესა სპეციალური პრიზები პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გამარჯვებულთათვის. შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა რადო "იმედის" წარმომადგენელმა გოჩა მაზანაშვილმა.