საპარტნიორო ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და ,,თელიან ველს" შორის საპარტნიორო ხელშეკრულება გაგრძელდა!
ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ,,თელიანი ველის '' გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ მოაწერეს.
საპარტნიორო ხელშეკრულება მიზნად სეოკ-ის სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერას და ოლიმპიურ ღონისძიებებში თანამონაწილეობას ისახავს.