საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის ''თელიანი ველმა'' რთველი მოაწყო
შაბათს, 13 ოქტომბერს, კომპანიამ "თელიანი ველი„ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის ღვინის ტური მოაწყო თელავში. 50-მდე უცხოელმა სტუმარმა „თელიანი ველის“ ვენახში ყურძენი საკუთარი ხელით დაკრიფა, დიპლომატებმა ქართული ტრადიცია ბოლომდე შეასრულეს და მოსავალი თავადვე დაწურეს საწნახელში. დღის ბოლოს კი „თელიანი ველის“ 10 წლის იუბილეც აღინიშნა.