საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თურქეთში “თელიანი ველი”-ს ღვინით აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თურქეთში “თელიანი ველი”-ს ღვინით აღინიშნა

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, საქართველოს საელჩომ ქართული კვირეული ჩაატარა. ქართული კვირეულის ფარგლებში 31 მაისი და 1 ივნისი “თელიანი ველი”-ს ღვინოების დეგუსტაციას დაეთმო. “თელიანი ველი”-ს ღვინოები თურქეთის პოლიტ-ელიტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად სხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმაც დააგემოვნეს. დეგუსტაციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ქართული ღვინით დაინტერესებულმა პირებმა და ჟურნალისტებმა. “თელიანი ველი”-ს ღვინოებმა “მუკუზანი”, “საფერავი გაუფილტრავი”, “წინანდალი”, “ცოლიკაური”, “თელი” და “ჭაჭა დაძველებული მუხაში” დეგუსტაციაზე დიდი მოწონება დაიმსახურეს. ქართულ ღვინოსთან ერთად მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე შესაძლებლობა ჰქონდა ქართული ფოლკლორით დამტკბარიყო. დეგუსტაციას ფონად ხალხური ანსამბლ “ლაშარის” მიერ შესრულებული ქართული სიმღერები სდევდა.