საფერავი ჩემი ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენაა

საფერავი ჩემი ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენაა

"საფერავი ჩემი ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენაა" - ეს განცხადება ეკუთვნის დენის დუბურდიეს, ის მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემფასებელია. დუბურდიე ბორდო 2-ის ენოლოგიის პროფესორი და კადილაკის რეგიონში შატო რეინონის მფლობელია. ღვინის დაძველებისა და ღვინის დამზადების სპეციალისტმა “თელიანი ველი”-ს ღვინის ქარხნა 2007 წლის 31 ოქტომბერს დათვალიერა. ღვინის ფრანგმა ექსპერტმა საუკეთესო შეფასებაც სწორედ "თელიანი ველი"-ს ღვინის დაგემოვნებისას გააკეთა. “საფერავი ჩემი ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენაა" - ეს წარწერა დენის დუბურდიემ “თელიანი ველი”-ს საფერავის ეტიკეტზე დატოვა.