საფერავი 2012 - ბრინჯაოს მედალი
თელიანი ველმა კიდევ ერთი აღიარება მოუტანა ქართულ ღვინოს - 2010 წლის მოსავლის საფერავმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „Challenge International du Vin“. „Challenge International du Vin“ უკვე 36 წელია ყოველწლიურად იმართება და საფრანგეთის ყველაზე პოპულარული ღვინის კონკურსია. მასში 30 ქვეყნის 4700-მდე ღვინო იღებს მონაწილეობას. ღვინოს მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები სინჯავენ ბრმა დეგუსტაციის მეშვეობით. ამ კონკურსში მიღებულ შეფასებას დიდი წონა აქვს და საერთაშორისო აღიარებად ითვლება.