საერთაშორისო აკრედიტაცია - პროდუქციის სანდოობის გარანტია

საერთაშორისო აკრედიტაცია - პროდუქციის სანდოობის გარანტია

ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტმა (ANSI) ადგილობრივ ლაბორატორიას - „მულტიტესტს", სადაც თელიანი ველის პროდუქცია გადის ტესტირებას, ოფიციალურად მიანიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. რის საფუძველზეც ლაბორატორია უფლებამოსილია შეამოწმოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და გასცეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატი.

საერთაშორისოდ აღიარებული ლაბორატორიული ტესტირება საკვები პროდუქციის ხარისხის დადასტურების მექანიზმია, რაც ქართველი ექსპორტიორებისთვის ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო, მსხვილ და საცალო ქსელებს. აღნიშნული სერთიფიკატი გაამარტივებს ქართული პროდუქციის შეღწევას გლობალურ ბაზარზე.