ს/ს “თელიანი ველი” საუკეთესო საშუალო ბიზნეს კომპანიად დასახელდა.

ს/ს “თელიანი ველი” საუკეთესო საშუალო ბიზნეს კომპანიად დასახელდა.

23 თებერვალს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატამ სააქციო საზოგადოება “თელიანი ველი” დაასახელა გასული წლის საუკეთესო საშუალო ბიზნეს კომპანიად. ჯილდო და სიგელი კომპანიას საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა გადასცა. აღნიშნულ დაჯილდოვებას წინ უძღვოდა კომპანიის კიდევ ერთი წარმატება - 18 თებერვალს, ქ. მოსკოვში, გამოფენა “პროდექსპო 2005”-ზე სააქციო საზოგადოება “თელიანი ველი”-ს ღვინოებმა 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.