რთველი 2019
თელიანი ველის რთველში მონაწილეობა კომპანიის პარტნიორებმა მთელი მსოფლიოდან მიიღეს - მათ თავად მოკრიფეს ყურძენი, დააგემოვნეს და გაეცნენ ახალ ბრენდებს, მოამზადეს ჩურჩხელები და ჭაჭაც გამოხადეს. სტუმრებმა წარმოების პროცესი დაათვალიერეს და საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი პარტნიორების დაჯილდოების ცერემონია და გალა ვახშამი გაიმართა!