რთველი 2008
ს.ს ,,თელიანი ველი” წელს 4 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს. 1 000 ტონა ყურძენს ის საკუთარ ვენახებში დაკრეფს, ხოლო დანარჩენს გლეხებისაგან შეისყიდის. ს.ს ,,თელიანი ველი”-ს, გასული წლის მარაგები ფაქტიურად სრულად გაიყიდა. მიღებული ყურძნის მოსავლიდან წელს კომპანია ღვინის გარდა შამპანურისა და კონიაკის წარმოებასაც გეგმავს. ,,თელიანი ველის” მენეჯმენტი ქარხნის გადაირაღებასა და რეკონსტრუქციაში 1,5 მილიონ ევროს დებს. აღნიშნული თანხის ნაწილით იტალიური და ბელგიური წარმოების 60 ღვინის დასაყენებელი ცისტერნა და ყურძნის გადასამუშავებელი მოწყობილობები კომპანიამ უკვე შეიძინა. ქარხნის გაფართოვების მიზნით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოებიც.