რომის უძველეს ენოთეკაში ქართული ღვინის - "თელიანი ველის" გამოფენა-გაყიდვა

რომის უძველეს ენოთეკაში ქართული ღვინის - "თელიანი ველის" გამოფენა-გაყიდვა

 

11-12 მარტს რომში, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ინიციატივით ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო. ღონისძიებაზე წარმოადგენილი იყო კომპანია ,,თელიანის ველი’’-ს სხვადასხვა დასახელების ღვინოები და ჭაჭა. დეგუსტაციაზე ,,თელიანი ველის’’ წარმომადგენელმა ბელგიაში, სტუმრებს ქართული ვაზისა და ღვინის ისტორია გააცნო. მთელი საღამოს განმავლობაში კი ეკრანზე მიმდინარეობდა დოკუმენტური ვიდეო მასალის ჩვენება ვაზის კულტურის, ღვინის წარმოებისა და ზოგადად საქართველოს შესახებ. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ წმინდა საყდართან აკრედიტებული ელჩები, რომის დიდგვაროვნები, პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ასევე ღვინის მწარმოებელი, სადისტრიბუციო და სხვადასხვა ენოთეკების წარმომადგენლები. სტუმრებმა ქართული ღვინო მოიწონეს და რომის ერთ-ერთ უძველეს ენოთეკაში აპრილის ბოლოს თელიანი ველი ქართული ღვინის გაყიდვაც დაიწყება.