PEN მარათონის დასკვნითი ღონისძიება რესტორანში “თუ საიდი”
13 ივლისს რესტორანში “თუ საიდი”, ლიტერატურული კონკურსი «PEN მარათონი »-ს დასკვნითი ღონისძიება შედგება. საღამოს 9 საათზე ოფიციალურ ცერემონიაზე გამოვლინდება 24 მონაწილეს შორის გამარჯევაბული. “PEN მარათონი” წელს მეხუთედ ჩატარდა და მასში 24 მწერალი იღებდა მონაწილეობას. 28-29 ივნისს “PEN მარათონი” წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში შედგა. მწერლებს თემაზე: “ზღაპარი” სამუშაოდ 30 საათი დაეთმოთ. შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში მათ “თელიანი ველი”-ს ღვინოც დაეხმარათ. მონაწილეებსა და სტუმრებს წინანდალში ღვინით სწორედ “თელიანი ველი” მანპინძლობდა. დასკვნით ღონისძიებაზე კი ყველა მონაწილესა და ჟიურის წევრს “PEN მარათონი”-ს ლოგოტიპის მქონე “თელიანი ველი”-ს სამახსოვრო ღვინო გადაეცათ.