ნორვეგია “თელიანი ველის” პროდუქციით დაინტერესდა

ნორვეგია “თელიანი ველის” პროდუქციით დაინტერესდა

ნორვეგიაში სადაც ღვინოზე სახელმწიფო მონოპოლიაა კომპანია “თელიანი ველის” პროდუქციით დაინტერესდნენ. ექსპორტის დაწყებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ქალაქ ოსლოში 20-21 ნოემბერს გაიმართება. ქართული ღვინის კომპანიების –“თელიანი ველის” “თბილღვინოს” და “ჯორჯიან ვაინ ენდ სპირიტს” სასმელის დეგუსტაცია ოსლოს გრანდ-ოტელში გაიმართება. დეგუსტაციის ორგანიზატორია საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.