“ნანუკას შოუს” სპონსორობა

“ნანუკას შოუს” სპონსორობა

 

პოპულარული თოკ-შოუ “ნანუკას შოუ” საახალწლოდ ორიგინალური და არატრადიციული სცენარით გავიდა ეთერში. წამყვანმა გადაცემაში პოპულარული მსახიობები და მომღერლები მიიწვია. საახალწლო განწყობა თოქ-შოუში ცოცხალმა მუსიკამ შექმნა. ამავე გადაცემაში მოხდა “თელიანი ველის” ახალი ღვინის “სამშვენისის” ერთგვარი პრეზენტაციაც. ”ნანუკას შოუში” მოწვეულ სტუმრებს მომღერლებსა და მსახიობებს კომპანია “თელიანი ველი” კონიაკით “თერგი” და ღვინოებით- ქარვისფერი “სამშვენისით” და “საფერავით” გაუმასპინძლდა.