მეღვინეობა “თელიანი ველი” გერმანიაში, საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული 2024-ზე“
მეღვინეობა „თელიანი ველი“ 19-29 იანვარს გერმანიაში, ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული 2024“ იღებდა მონაწილეობას.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ყოველ წელს მატულობს ქართული პროდუქციის ცნობადობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თელიანი ველის ღვინოების სპეციალურად შერჩეული ასორტიმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში.
სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული 2024“ (Gruene Woche 2024) 1926 წლიდან, უკვე 98 წელია ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა კი, 400000-ზე მეტს შეადგენდა.
ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე „Gruene Woche” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით 15 ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას.