ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს ნინო სალუქვაძეს მეღვინეობა „თელიანი ველის“ ჯილდო გადაეცა
“თელიანი ველი” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორია. სეოკ-ის 2023 წლის საანგარიშო სესიის ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპორტული წლის ლაურეატები დაჯილდოვდნენ.
მეღვინეობა „თელიანი ველი“ ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, ქართული სპორტის სიამაყეს ნინო სალუქვაძეს უნიკალურ და რეკორდულ მიღწევას ოლიმპიური თამაშების მეათე ლიცენზიიის მოპოვებას ულოცავს და სპეციალურ ფულად ჯილდოს გადასცემს. ნინო სალუქვაძე მსოფლიოში პირველი ქალბატონია, რომელიც ზედიზედ მეათედ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში.
მრავალი წელია, თელიანი ველი, ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციისთვის, მომავალ ოლიმპიელთა მხარდასაჭერად, მათი ცნობადობის და მოტივაციის ასამაღლებლად, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების მხარდამჭერია. ამ დროის განმავლობაში მრავალი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.