ქვევრის ღვინო 2019
„თელიანი ველის“ კიდევ ერთი გამარჯვება: 4 ვერცხლის მედალი!
„ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე“ წარდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა ვერცხლის მედლები მოიპოვა:
• გლეხური ქისი ქვევრი - ვერცხლი ️
• გლეხური კისისხევის საფერავი ქვევრი - ვერცხლი ️
• გლეხური რქაწითელი ქვევრი - ვერცხლი ️
• გლეხური ხაშმის საფერავი - ვერცხლი ️
➦ ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2019 წლის 21 და 22 ივნისს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მესამედ ჩატარდა.
კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.